ჩოგბურთი

20:30 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უიმბლდონის მერვე ტიტულს შეუტევს, ჰალეპი - პირველს

ქალთა შორის უიმბლდონის 2018 წლის ტურნირის ფინალში სერენა უილიამსი სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ამერიკელმა ბარბორა სტრიცოვა 6:1, 6:2 დაამარცხა, ხოლო რუმინელმა ელინა სვიტოლინას 6:1, 6:3 სძლია.

უიმბლდონის ფინალში უილიამსი მეთერთმეტედ გავიდა და შვიდი მოგება აქვს. ასევე დიდი სლემის კატეგორიის ტურნირი სერენას 23-ჯერ აქვს მოგებული და შეეცდება ყველა დროის რეკორდსმენის მარგარეტ კორტის შედეგი (24) გაიმეოროს. ბოლოს ამერიკელმა ორი წლის წინ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ხოლო რეკორდის გამეორების შანსი გასულ წელს უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე ჰქონდა, თუმცა ფინალში დამარცხდა.

სიმონა ჰალეპი უიმბლდონის ფინალში პირველად გავიდა, ხოლო დიდი სლემის ტურნირი ერთხელ აქვს მოგებული. ურთიერთშეხვედრებში სერენა 9:1 იგებს. გადამწყვეტი მატჩი აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის შაბათს, 13 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139234