ფეხბურთი

20:55 | 11.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

დე იონგისა და გრიზმანის ნომრები "ბარსელონაში" ცნობილია

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ფილიპე კოუტინიო ანტუან გრიზმანს 7-ნომრიან მაისურს დაუთმობს. As-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ფრანგის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, „ბლაუგრანას“ მეშვიდე ნომერი გახდება.

გრიზმანი სწორედ ამ ნომრით თამაშობდა „ატლეტიკოში“ და თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში. კოუტინიოს კი, სხვა ნომრის არჩევა მოუწევს თუ გუნდს არ დატოვებს.

გარდა ამისა, გამოცემა იტყობინება, რომ ფრენკი დე იონგი 21-ნომრით ითამაშებს, რომელიც ამჟამად კარლეს ალენიას საკუთრებაშია. „ბარსამ“ ჰოლანდიელს 14 ნომერი შესთავაზა, რომლითაც კატალონურ გრანდში ლეგენდარული იოჰან კრუიფი თამაშობდა, მაგრამ დე ონგმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი „ბარსელონას“ ფეხბურთელი 1 ივლისიდან ოფიციალურად გახდა, ხოლო გრიზმანის ტრანსფერი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:01 | 28.08.2019
sul2 (1775)

პიკეს ინტელექტი მოედანზეც ეტყობა და პოკერშიც წარმატების ერთერთი მთავარი ელემენტია

17:59 | 28.08.2019
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია

17:32 | 28.08.2019
PETRUCHO (48)

სგ პიკეს იგროკი ყოფილა

14:52 | 28.08.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU':'https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU'))

14:50 | 28.08.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE')>0?'https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE':'https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE')) ესეც ვიდეო

0.063905