ფეხბურთი

22:27 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოშელნიმ "არსენალთან" ერთად ამერიკულ ტურნეში წასვლაზე უარი თქვა

ლონდონის „არსენალს“ ლორან კოშელნი ტოვებს. 34 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ამერიკულ ტურნეში გუნდთან ერთად გამგზავრებაზე უარი თქვა, რაც ნიშნავს, რომ ინგლისიდან აბარგებას აპირებს.

კოშელნის სამსახურით ყველაზე მეტად „ბორდო“ გახლავთ დაინტერესებული, მაგრამ „ლიონი“ და „რენიც“ აქტიურობენ.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ლორანის ქმედებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს. ვიმედოვნებთ ამ სიტუაციას მალე მოვაგვარებთ“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ფრანგი ფეხბურთელი „არსენალში“ 2010 წლიდან თამაშობს (353 თამაში, 27 გოლი) და კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. მანამდე კი სამშობლოში „გინგამის“, „ტურისა“ და „ლორიენის“ ღირსებას იცავდა. კოშელნიმ საფრანგეთის ნაკრებში 51 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

0.12109