ფეხბურთი

17:13 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ესპანელი მეკარე დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ესპანელი მეკარე პაუ ლოპესი დაიმატა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სევილიის „ბეტისმა“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 23.5 მილიონი ევრო მიიღო.

„ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან მიხარია, რომ ამ დიდ გუნდში მოვხვდი, თითქმის შეუძებელია ასეთ გუნდს უარი უთხრა, როდესაც გიწვევს და მზად ვარ ეს საინტერესო გამოწვევა მივიღო“, - თქვა პაუ ლოპესმა.

პაუ ლოპესი „ესპანიოლის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო „ბეტისში“ 2018 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში პირნელმა კიპერმა სევილიელთა რიგებში 37 თამაში ჩაატარა.

0.114046