ფეხბურთი

15:51 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების „რუბინმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

ყაზანის „რუბინმა“ საზოგადოებას ახალი სათამაშო ფორმა წარუდგინა, რომლითაც გუნდი 2019/20 წლების სეზონში ითამაშებს. ფორმა მთლიანად მწვანეა. ყაზანელებს მომავალი სეზონიდან ახალი სპონსორი - Jako ეყოლებათ.

ახლახან „რუბინმა“ ლოგოც შეიცვალა. საინტერესოა, რომ ბოლო შვიდ წელიწადში ყაზანელებმა მეხუთედ შეცვალეს საკლუბო ემბლემა...

ჩვენთვის „რუბინი“ იმად გახდა საინტერესო, რომ ამ ზაფხულს იქ სამი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა: ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარცხელია და ბექა მიქელთაძე.

თეგებირუბინი
0.11788