როგორც უკვე ვიუწყებოდით, 15-29 ივლისს უნგრეთის დედაქალაქი ფარიკაობაში წლის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრს, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრები 10 მოფარიკავით წარსდგება.
ხმალი: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი, დარია ანტონოვა, რაპირა: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, დაშნა: მაია გუჩმაზოვა.
წარმოგიდგენთ მომავალი ტურნირის ქართველ მონაწილეებს.
ბექა ბაზაძე. 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N68.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 28 ადგ. ვარშავის მსოფლიო თასი. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 31 ადგ. ბუდაპეშტში: ხმალი - კაცები: 15 ივლისი, ორშაბათი - წინასწარი ეტაპი. 18 ივლისი, ხუთშაბათი - ძირითადი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - გუნდური წინასწარი ეტაპი. 21 ივლისი, კვირა - გუნდური ძირითადი ეტაპი.
თეოდორა კახიანი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N89.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 47 ადგ. ევროპის ჩემპიონატზე. ბუდაპეშტში: 17 ივლისი, ოთხშაბათი - წინასწარი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - ძირითადი ეტაპი. 22 ივლისი, ორშაბათი - გუნდური წინასწარი ეტაპი. 23 ივლისი, სამშაბათი - გუნდური - ძირითადი ეტაპი.
მიხეილ მარდალეიშვილი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N47.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 15 ადგ. პადოვას მსოფლიო თასი. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 27 ადგ. ბუდაპეშტში: ხმალი - კაცები: ხმალი - კაცები: 15 ივლისი, ორშაბათი - წინასწარი ეტაპი. 18 ივლისი, ხუთშაბათი - ძირითადი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - გუნდური წინასწარი ეტაპი. 21 ივლისი, კვირა - გუნდური ძირითადი ეტაპი.
ლიკა ჯიჯეიშვილი. 19 წლის, FIE-ს რეიტინგი N96.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 5 ადგ. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 33 ადგ. ბუდაპეშტში: 17 ივლისი, ოთხშაბათი - წინასწარი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - ძირითადი ეტაპი. 22 ივლისი, ორშაბათი - გუნდური წინასწარი ეტაპი. 23 ივლისი, სამშაბათი - გუნდური - ძირითადი ეტაპი.
ლუკა ღაღანიძე. 22 წლის, FIE-ს რეიტინგი N131.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 14 ადგ. 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 45 ადგ. ბუდაპეშტში: 17 ივლისი, ოთხშაბათი - წინასწარი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - ძირითადი ეტაპი.
დარია ანტონოვა. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N214.
ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 43 ადგ. ბუდაპეშტში: 17 ივლისი, ოთხშაბათი - წინასწარი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - ძირითადი ეტაპი. 22 ივლისი, ორშაბათი - გუნდური წინასწარი ეტაპი. 23 ივლისი, სამშაბათი - გუნდური - ძირითადი ეტაპი.
ლაშა გალუაშვილი. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N149.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 7 ადგ. 23 წლამდე მოფარიკავეთა მსოფლიო თასი, ჩეხეთი. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 31 ადგ. ბუდაპეშტში: 17 ივლისი, ოთხშაბათი - წინასწარი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - ძირითადი ეტაპი.
მაია გუჩმაზოვა. 27 წლის, FIE-ს რეიტინგი N169.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 53 ადგ. ყატარის გრან პრი. ბუდაპეშტში: დაშნა - ქალები: 15 ივლისი, ორშაბათი - წინასწარი ეტაპი. 18 ივლისი, ხუთშაბათი - ძირითადი ეტაპი.
სანდრო ბაზაძე. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N13.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 3 ადგ. კაიროს გრან პრი. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 3 ადგ. ბუდაპეშტში: ხმალი - კაცები: 15 ივლისი, ორშაბათი - წინასწარი ეტაპი. 18 ივლისი, ხუთშაბათი - ძირითადი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - გუნდური - წინასწარი ეტაპი. 21 ივლისი, კვირა - ძირითადი ეტაპი.
ნიკა შენგელია. 20 წლის, FIE-ს რეიტინგი N134.
საუკეთესო შედეგი 2019 წელს: 3 ადგ. იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი: 29 ადგ. ბუდაპეშტში: ხმალი - კაცები: 15 ივლისი, ორშაბათი - წინასწარი ეტაპი. 18 ივლისი, ხუთშაბათი - ძირითადი ეტაპი. 20 ივლისი, შაბათი - გუნდური წინასწარი ეტაპი. 21 ივლისი, კვირა - გუნდური ძირითადი ეტაპი.
საქართველოს ფარიკაობს ფედერაციის პრესსამსახური