წუხელ, ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი გამართა და თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა. „ჩელსიმ“ ირლადიურ „ბოჰემიანსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა.
„ცხადია, ყოველ მატჩში გასამარჯვებლად უნდა გაირჯე, მაგრამ ასეთ შეხვედრებში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში მთავარია მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს და სასარგებლო გახდეს გუნდისთვის. შედეგით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ახალგაზრდების თამაშით.
შეიძლება ჩემი მეთოდები ძალიან მკაცრად მოეჩვენოთ, მაგრამ გვინდოდა თავიდანვე მიგვეჩვია მოთამაშეები დიდ დატვირტვებს. ეს აუცილებელია ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით.“ - უთხრა ლამპარდმა კლუბის პრესსამსახურს.