ფეხბურთი

9:49 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ობამა: „ვამაყობ აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებით“

ამერიკის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას, აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების სახელობითი მაისურა აჩუქეს. ამის შესახებ თავად ობამამ დაწერა „ტვიტერზე.“

„ამაყი ვარ ამერიკის საუკეთესო ნაკრების წარდგენით. ვულოცავ ქალთა ეროვნულ გუნდს ამ დიდ წარმატებას. მადლობა, რომ ასეთ სტიმულს აძლევთ ქალბატონებსა და გოგონებს. და საერთოდ, ყველას ჩვენს ქვეყანაში.“ - წერს ობამა.

გასულ კვირას, საფრანგეთში დამთავრებულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, აშშ-ის ნაკრებმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგო და ისტორიაში მეოთხედ გახდა პლანეტაზე საუკეთესო.

0.122944