ფეხბურთი

2:35 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" მწვრთნელი: "რა უნდა ვთქვა?! ვულოცავ "საბურთალოს" დამსახურებულ გამარჯვებას"

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა „საბურთალოსთან“ (0:3) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ფეხბურთი ვერ ითამაშა და „საბურთალომ“ დამსახურებულად მოიგო.

ზეკიჩი მიიჩნევს, რომ „შერიფმა“ საქართველოს ჩემპიონს წნეხს ვერ გაუძლო.

- ზორან, თამაში შეაფასეთ...

- რა უნდა ვთქვა, ვულოცავ „საბურთალოს“ გამარჯვებას, დაიმსახურა. დღეს ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით, უბურთოდაც არაფერი გამოდიოდა, ვერ გავაკონტროლეთ თამაში.

- არ ფიქრობთ, რომ საპასუხო თამაში ფორმალობაა? როგორ მოემზადება გუნდი?

- დიახ, მეც ვფიქრობ ამაზე. დღევანდელი თამაშისთვის ძალიან კარგად ვიყავით მომზადებული, „საბურთალოს“ ანალიზი გავუკეთეთ და ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო. დღეს ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი მეტოქე თამაშობდა.

- გუშინ თქვით, რომ გქონდათ გეგმა და მზად იყავით მის განსახორციელებლად. რატომ ვერ იმუშავა ამ გეგმამ?

- მათ ჰყავდათ სამი ფეხბურთელი, რომლებიც ჩვენს ნახევარზე ზეწოლას ახდენდნენ. ყველა ბურთზე ვაგვიანებდით, განსაკუთრებით შეტევაში, არ გვქონია ზეწოლა, თითქმის არ შეგვიტევია. პრაქტიკულად არაფერი გაგვიკეთებია.

- რა იყო თქვენი შეცდომა დღეს?

- ცხადია, ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მზად არ იყო. კიდევ ერთი პრობლემა იყო ის, რომ ყველა ბურთზე გვიან გავდიოდით. „საბურთალოს“ წნეხს ვერ გავუძელით. არ იყო გუნდურობა, შესაბამისად, ასე ფეხბურთის თამაში არ გამოდის და შედეგიც სახეზეა - 0:3.

0.115501