სხვა

22:30 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპოლმა WADA-სთან ერთად დოპინგ-კარტელს უდიდესი დარტყმა მიაყენა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მიესალმება წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც გამოვლენილია ყალბი სამედიცინო პრეპარატების და დოპინგ ნივთიერებების გასაღებით დაკავებული დამნაშავეთა 17 დაჯგუფება.

33 ქვეყანაში (ავსტრია, ალბანეთი, აშშ, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესპანეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, კოლუმბია, ლატვია, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, მოლდავეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და ჰოლანდია) პოლიციელთა გაერთიანებული ძალებით გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს საერთაშორისო დოპინგ-კარტელს. ოპერაცია სახელად „ვირიბუსი", რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA), სათავეში ედგა ევროპოლი (ევროკავშირის საპოლიციო სამსახური).

ევროპოლის მონაცემებით, ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს აკრძალულ ნივთიერებათა თითქმის 4 მილიონი დოზა, 24 ტონა სტეროიდული ნედლეული, გამოვლინდა 9 იატაკქვეშა ლაბორატორია და ორგანიზებულ დამნაშავეთა 17 დაჯგუფება. აღიძრა სისხლის სამართლის 839 საქმე, დაკავებულია 234 ეჭვმიტანილი.

www.geonoc.org.ge

0.154628