ჭადრაკი

17:43 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ ბათუმის მერიის თასი მოიგო

ქართველი მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძე (2509) ბათუმში დასრულებული მერიის თასის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მე-9 ტურში სანიკიძემ თეთრი ფიგურებით ყაზახი არისტანბეკ ურაზაიევს (2436) სძლია და უწინდელ ლიდერ შანტ სარგსიანის (2529) დარად, 7.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, სომეხ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. თორნიკეს საპრიზო 48 650 ლარიდან 700 ლარი მიიღო.
ცნობისთვის, თავად სარგსიანი შავებით მიხეილ კეკელიძეს (2378) დაუზავდა, მე-3 ადგილზე კი დავით მაღალაშვილი (2485) გავიდა, რომელმაც ყაიმი კიდევ ერთ სომეხ მამიკონ ღარიბიანთან (2350) გააფორმა და თავი 6.5 ქულას მოუყარა.
ასეთივე მონაგარი აღმოაჩნდა ლევან ფანცულაიას (2612), თუმცა, ის თანამემამულეს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი (4.5 ქულა) მირანდა მიქაძემ დააფიქსირა, რომელსაც ჯილდოს სახით 2000 ლარი ერგო.
კვირის ბოლოს ფოთში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება და იმ მოჭადრაკეთა უმრავლესობა, რომლებიც ბათუმში ირჯებოდნენ, მე-2 ზღვისპირა ქალაქში გადაინაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118989