ჩოგბურთი

17:16 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ბასტადის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე შვედურ ბასტადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ეკომ საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე შვედ კორნელა ლისტერს 6:3, 6:2 სძლია, დღეს კი, მე-6 ნომრად განთესილ რუს ნატალია ვიხლიანცევას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 3:6, 0:6.

0.119424