ჩოგბურთი

16:30 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფრანგულ კონტრექსვილში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარა, ძირითად ბადეში კი მარცხი განიცადა.

დღეს, სოფო ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ფრანგ სარა ჩაკარევიჩს გაეჯიბრა და დრამატულ შეხვედრაში 6:7 (4:7), 6:7 (3:7) წააგო.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში შაფათავასა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითის დუეტი მე-3 განთესვით ჩაებმება და რუსულს დუეტს (ლანსერე-რახიმოვა) გაეჯიბრება.
ამავე ეტაპზე, პირველი რეიტინგის მქონე ოქსანა კალაშნიკოვა და ესპანელი ხეორხინა გარსია-პერეზი გერმანელ კოპრაჩსა და ლატვიელ მარცინკევიჩას ეთამაშებიან.

Loading...
0.11196