ფეხბურთი

21:35 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "არ ვიცი გაახანგრძლივებს თუ არა მბაპე კონტრაქტს"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო არაა დარწმუნებული, რომ კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ბრაზილიელმა Le Parisien-ს განუცხადა.

ლეონარდოს სიტყვებმა კი უმალ გამოიწვია აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ მბაპე ერთი წლის თავზე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

„არ ვაპირებ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულებაში დარწმუნებული არ ვიქნებით. მბაპე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ეს ეჭვგარეშეა. რა თქმა უნდა, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვინდა, მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ, რომ ნამდვილად ასე იქნება. მხოლოდ იმ საკითხებზე შემიძლია საუბარი, რაც კონკრეტულია. არ ვიცი მბაპე გააფორმებს თუ არა ახალი კონტრაქტს“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მედია კი უკვე ალაკარაკდა, რომ მომავალ ზაფხულს მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111967