იტალიურ „მილანში“ პოლონელმა ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა ნომერი შეიცვალა. გასული სეზონის მეორე ნახევარი პიონტეკმა „როსონერიში“ 19-ნომრიანი მაისურით გაატარა, დამდეგი სეზონიდან კი 9 ნომერი იქნება.
ეს ინფრმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ამგვარად, პოლონელი ეცდება „მილანის“ მეცხრე ნომერთა წარუმატებელი სერია დაასრულოს (ლუის ადრიანო, ფერნანდო ტორესი, მატია დესტრო, ჯანლუკა ლაპადულა, ანდრე სილვა, გონსალო იგუაინი), რადგან შეიძლება ითქვას, რომ ფილიპო ინძაგის შემდეგ შავ-წითელთა რიგებში ამ ნომრიტ წარმატებას ვერავინ მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა „მილანში“ 21 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.