კალათბურთი

11:19 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მომავალ სეზონში ლებრონი გამთამაშებელი იქნება

„ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მომავალ სეზონში გუნდის ძირითადი გამთამაშებელი იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo Sports-ი ავრცელებს. მასთან ერთად უკანახაზში რაჟან რონდო და „ტორონტოდან“ დამატებული დენი გრინი იქნება.

„მეფე“ თავისი პოზიციით ფორვარდია, მაგრამ კარიერის განმავლობაში, გადამწყვეტ მომენტებში ის ხშირად ბურთს ათამაშებდა. კარიერის მანძილზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.2 პასს აგროვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე კაილ კუზმა იქნება, მძიმე ფორვარდზე ენტონი დევისი , ხოლო ცენტრზე - დემარკუს კაზინსი.

Loading...
0.136424