ფეხბურთი

10:18 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: „პსჟ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ გეგმავს“

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ჟურნალსტებს უთხრა, რომ მომავალ სეზონში პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მიზნად არ ისახავს.

„მთავარია ზრდა გავაგრძელოთ, უმაღლეს დონეზე ავიდეთ და იქ დავრჩეთ. პსჟ-ის მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ახალ სეზონში კი სხვა ხედვა გვექნება. დროა, ცოტა გავჩერდეთ, დავისვენოთ.

სიმშვიდე გვჭირდება. მოვიდა დრო მართლაც რაღაც დიდებულის შექმნისა. შესაძლოა, ამისათვის ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა მოგვიწიოს, რათა შემდეგ ათი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. პირველი ცვლილება რაც გვმართბს, ეს წარუმატებლობის შიშის დაძლევაა. ეს შიში თავებიდან უნდა ამოვიგდოთ.“ - უთხრა ლეონარდომ Le Parisien-ს.

0.122608