ფეხბურთი

9:05 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი „ანდერლეხტში“ გადასვლის შესახებ: „ფული ჩემთვის მთავარი არ არის“

ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ახალწვეულმა, სამირ ნასრიმ, ბელგიაში გადაბარგების მიზეზებზე ესაუბრა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ „ანდერლეხტის“ მოთამაშე-მწვრთნელად ნასრის ყოფილი მანჩესტერსიტელი პარტნიორი, ვენსან კომპანი დაინიშნა.

„კომპანისთან ჩემი საუბარი დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ევროპაში დარჩენა მინდოდა. იმიტომ, რომ პატარა ვაჟი მყავს. საზღვარგარეთ უფრო სარფიანი კონტრაქტი არ მიძებნია, რადგან ფული ჩემთვის მთავარი არ არის.“ - უთხრა ნასრიმ L'Equipe-ს.

ფრანგის ბოლო კლუბი „ვესტ ჰემი“ გახლდათ. ლონდონელთა შემადგენლობაში ის წლეულს იანვარში გადავიდა. ჯამში 6 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ნახევარწლიანი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მხარეებს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებიათ.

0.113736