ფეხბურთი

21:35 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დაუშვილი "ანორთოსისის" ფეხბურთელია (+VIDEO)

კვიპროსულ „ანორთოსისში“ ქართველების მატებაა. თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას მურთაზ დაუშვილიც შეუერთდა. ფამაგუსტელთა ვებგვერდმა ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

დაუშვილმა „ანორთოსისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აქვე გეტყვით, რომ კვიპროსელებს თემურ ქეცბაია წვრთნის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. ფეხბურთელებისგან, მწვრთნელებისგან, გულშემატკივრებისგან დიდი სითბო ვიგრძენი. ჩვენი მიზანი ცხადია ჩემპიონობა იქნება და ვეცდებით გულშემატკივრები გავახაროთ“, - თქვა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, 30 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს უნგრეთში, „ჰალადასის“ რიგებში ირჯებოდა. მანამდე კი, სხვადასხვა დროს „ზესტაფონის“, „კარპატის“, „დიოშგიორისა“ და „სამტრედიას“ ღირსება დაუცავს.

საქართველოს ნაკრებში კი გამოცდილ ნახევარმცველს 34 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.125079