გახსოვთ მშვენიერი კინსი ვოლანსკი? აი, ის ქალბატონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ თამაში რომ გადაფარა და რამდენიმე დღე პოპულარობის ზენიტში იყო.
როგორც უცხოური მედია წერს, ამერიკელ გოგონას იგივე ზრახვები კოპა ამერიკის ფინალშიც ჰქონია და „მარაკანას“ დიდებულ არენაზე შეჭრას ცდილობდა. ამისთვის სპეციალურად, გამოეწყო და მოკლედ ყველაფერი მზად იყო.
თუმცა, ამჯერად, კინსის არ გაუმართლა. სანამ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, სტადიონის დაცვამ მანამდე დაიჭირა.