17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა წარმატებული სტარტი აიღო სერბულ პროკუპიეში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
დალაქიშვილმა პირველ წრეში რუსი ანგელინა ჟურავლიოვა 6:1, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი სერბ დოროტეია იოკშოვიჩს გაეჯიბრება.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი სერბ ტამარა მალეშევიჩთან გახლავთ შეამხანაგებული და ბოსნიელ ნეფისა ბერბეროვიჩსა და სლოვენიელ ვერონიკა ერავეჩს დაუპირისპირდება.