ფეხბურთი

1:15 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" არდაზიშვილი დაიმატა

საჩხერის „ჩიხურამ“ რატი არდაზიშვილი დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველი ნახევარმცველი საჩხერელთა რიგებში 6-თვიანი იჯარით ითამაშებს.

21 წლის არდაზიშვილმა 26-ნომრიანი მაისური მოირგო და გუნდთან ერთად მზადებას უკვე შეუდგა.

რატი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია და აქამდე სხვაგან არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში კი კრიტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ჩიხურა“ 11 ივლისს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუექსემბურგში ადგილობრივ „ფოლა ეშს“ შეხვდება.

0.116207