ფეხბურთი

0:05 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" კრუნიჩი გაიფორმა

იტალიურმა „მილანმა“ ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელის რადე კრუნიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „ემპოლის“ ექს ფეხბურთელმა შავ-წითლებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

კრუნიჩი „ემპოლიში“ 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა 33 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

ბოსნიის ნაკრებში კი დღემდე 10-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 1 გოლი გაიტანა.

0.115742