ფეხბურთი

22:50 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვიდან "საბურთალოს" მატჩის ტრანსლირება არ შედგება

იქედან გამომდინარე, რომ "საბურთალოს" განცხადებას ტრანსლაციასთან დაკავშირებით მოყვა დიდი გამოხმაურება, გთავაზობთ კლუბისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ განცხადებას:

“საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებდა მოლაპარაკებას ტირასპოლის ტელევიზიასთან, რომელიც მზად იყო გაეცვალა რეპორტაჟები ქართულ მხარესთან, რათა ქართველ და მოლდოველ გულშემატკივარს მატჩების პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება მისცემოდათ. თუმცა, მოლდოვაში დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვურმა მხარემ სატელევიზიო რეპორტაჟების სიგნალების გაცვლაზე უარი თქვა.

რაც შეეხება კლუბ „საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებით მატჩს, რომელიც საქართველოში ჩატარდება 16 ივლისს, მის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.”

თეგებისაბურთალო
0.137051