6-7 ივლისს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში საერთაშორისო შეჯიბრება "XXIX გ. კასანოვის მემორიალი" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მძლეოსნებმაც მიიღეს.
5000 მეტრზე რბენაში დავით ხარაზიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა შედეგით: 15:10:64 წთ. ასევე ვერცხლი დაისაკუთრა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ (7,82 მ.).