იტალიური „რომას“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას „შანხაი შენხუაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჩინური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
არაოფიციალური ცნობით, ელ შაარავი ჩინურ გუნდში 3 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.
26 წლის იტალიელმა საფეხბურთო კარიერა „ჯენოაში“ დაიწყო, ხოლო სახელი „მილანში“ გაითქვა. 2016 წლის იანვარიდან მოყოლებული კი „რომას“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში აქამდე 23-ჯერ უთამაშია და თავი 3 გოლით გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალი ალბათ ანდრე გომეშის ხოდის გამეორებას ცდილობს ;დდდდ
babuna18
თუკი ვინმე ვარსკვლავია ყველათი ინტერესდებით და ჩვენ რა ვქნათ
ბარსამ ლამის ტეო ერნანდესის და დანი სებალიოსის ტრანსფერები ჩაგვიალა
babuna18
მარტო 1 მხრიდან რატომ უყურებ დემბელეზეც ეგრე არაა?
დგევანდელ ფასებს ტუ გადავხედავტ ნორმალურია 120 მილიონი
გელაშვილის და დვალიშვილის ფასმაც მოიმატა თურმე
ბარსელონა ვისითაც ინტერესდება,იგივეს ადგამს თვალს რეალი,რას მაიმუნობენ ესენი