თამაშგარე

10:20 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კინომოყვარული ფრანჩესკო ტოტი

იტალიური ფეხბურთის ჭეშმარიტი ლეგენდა ფრანჩესო ტოტი არასოდეს გამოირჩეოდა ხელოვნების დიდი ტრფიალით. მასზე წლების წინ უხიაგადაც კი ხუმრობდნენ და ამბოდნენ, ტოტის სახლი რომ დაიწვას, ერთადერთი წიგნი რაც ცეცხლის ალში მოყვება, გასაფერადებელი წიგნი იქნებაო.

ხელოვნების ერთადერთი სფერო, რაც ფრანჩესკოს ნამდვილად უყვარს კინომატოგრაფია და ლეგენდარული აპენინელის ერთ-ერთი ჰობიც სახლში მოწყობილ კინოთეტრში ცოლთან და შვილებთან ერთად ძველ და კარგად დავიწყებულთან ერთად ახალი ფილმების ცქერაა.

რამდენიმე წლის წინ, ტოტიმ მსახიობობაც კი სცადა, თუმცა მაშინ ეს ამბავი წარუმატებლად დასრულდა. როგორც აპენინური პრესა იუწყება, ფრანჩესკო ტოტი ერთ-ერთ იტალიურ კინოსტუდიას კვლავ მიუწვევია და საინტერესო როლიც შეუთავაზებია. კინომოყვარული ფრანჩესკო ამჯერად დათანხმდა შეთავაზებას და საბოლოოდ რა გამოვა ამ საქმიდან - სულ მალე ვნახავთ.

0.140323