ფეხბურთი

10:40 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკამ "ოქროს თასი" მოიგო (+VIDEO)

მექსიკის ნაკრების კონკაკაფის „ოქროს თასის“ ჩემპიონია. ფინალური შეხვედრა მექსიკელებმა აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოახერხეს.

თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა. ჯონათან დოს სანტოსმა ზაკ სტეფენს შანსი არ დაუტოვა და საკუთარ გუნდს მორიგი ტიტული მოუტანა.

ცნობისთვის, მექსიკის ნაკრებმა „ოქროს თასი“ ისტორიაში მე-11-ედ მოიგო.

Loading...
0.138614