ფეხბურთი

0:42 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი "ატლეტიკოს" შეკრებაზე არ გამოცხადდა

მადრიდის „ატლეტიკო“ ხელშეკრულების თანახმად ანტუან გრიზმანს დააჯარიმებს. საქმე ისაა, რომ ფრანგი ფეხბურთელი დღეს გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა, რაც სანქციას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ გრიზმანი „როხიბლანკოს“ ტოვებს, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელი და „ბარსელონა“ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და გრიზმანს შეკრებაზე გამოცხადება მოუწოდა.

ანტუანი კი დანებებას არ აპირებს და კლუბთან ერთად ვარჯიშზე უარს ამბობს. 28 წლის ფეხბურთელის შეძენა „ბარსელონას“ აქვს გადაწყვეტილი და მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. „ვანდა მეტროპოლიტანოდან“ მისი აბარგება გადაწყვეტილია, რადგან კლუბმა მისი კუთვნილი 7-ნომრიანი მაისური პორტუგალიელ ახალწვეულ ჟოაო ფელიშს გადასცა.

0.119263