იტალიური „მილანის“ ახალწვეულმა ტეო ერნანდესმა იტალიაში გადაბარგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, „მილანი“ დიდი გუნდია და უნდა მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგებს.
„მილანი“ დიდი გუნდია და ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავხდი. „როსონერი“ ავირჩიე, რადგან დიდი კლუბია, საინტერესო და ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.
მალდინის შევხვდი და ეს შესანიშნავი იყო. ავუხსენი ჩემი სიტუაცია და მივიღე გადაწყვეტილება, რომ „მილანში“ მოვსულიყავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე.
ყველა ფეხბურთელს უნდა გამარჯვება. მეც აქ ამიტომ ვარ და მინდა „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო“, - თქვა ტეომ.
შეგახსენებთ, „მილანმა“ ტეო ერნანდესი მადრიდის „რეალიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.