ძიუდო

17:00 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური შეჯიბრი უმედლოდ დაასრულეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე საზაფხულო უნივერსიადაზე გუნდური შეჯიბრი მედლის გარეშე დაასრულა.

ჩვენმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც გიორგი თუთაშვილი (66 კგ.), ბექა უდესიანი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური (90 კგ.) და ამირან წიქორიძე (+90 კგ.) იცავდნენ, მერვედფინალში ინდოეთს 3:0 სძლია, მეოთხედფინალი კი იაპონიასთან 2:3 წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ინდოელებთან ორთაბრძოლები უდესიანმა, ბექაურმა და წიქორიძემ მოიგეს. იაპონიასთან გრიგალაშვილმა და ბექაურმა მოიგეს, თუთაშვილი, უდესიანი და წიქორიძე კი დამარცხდნენ.

0.113043