ფეხბურთი

17:40 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალიადოლიდმა" ბარბა ინათხოვრა

"კიევოს" იტალიელი მცველი ფედერიკო ბარბა მომდევნო სეზონში "ვალიადოლიდში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

ბარბა "რომას" აკადემიის აღზრდილია. ფედერიკოს იტალიის 19 და 20 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. გასულ სეზონში ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა.

Loading...
სტატისტიკა
0.279685