თელავში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ITF Telavi Cup 2019, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
თათა გაგოშიძემა და ნინო ნაცვლიშვილმა წყვილთა თანრიგში იმარჯვეს, ხოლო საბა ფურცელაძემა და ლაშა-გიორგი კიკვიძემ წყვილების ფინალში ითამაშეს. საბა ფურცელაძემ ერთეულთა თანრიგის ფინალშიც იასპარეზა და სამწუხაროდ, ყაზახ სპორტსმენთან სამ სეტში დამარცხდა.
მომდევნო კვირას თელავში ALEX METREVELI CUP აიღებს სტარტს, სადაც თითქმის ყველა ახალგაზრდა ქართველი ჩიგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 8 ივლისს დაიწყება და დასწრება თავისუფალია.