ჩოგბურთი

22:55 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ბიორგს გაუთანაბრდა, ფედერერმა კონორსის შედეგი გააუმჯობესა

უიმბლდონის მესამე წრეში რაფაელ ნადალმა ჟო-ვილფრიდ ცონგა 6:2, 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ნადალს მეტოქესთან შედარებით 18-ით (35:17) მეტი ვინერსი ჰქონდა, ხოლო უნებლიე შეცდომებში ფრანგი ლიდერობდა - 22:12. ესპანელმა უიმბლდონზე 51-ე მატჩი მოიგო და და ამ მაჩვენებლით ბიორნ ბორგს გაუთანაბრდა.

როჯერ ფედერერმა ლუკა პუი 7:5, 6:2, 7:6 დაამარცხა. შვეიცარიელს ვინერსი 39 ჰქონდა, ხოლო პუის ერთით ნაკლები. უნებლიე შეცდომებში კი ფრანგი ლიდერობდა - 28:14. ფედერერი გახდა პირველი ჩოგბურთელი რომელმაც დიდი სლემის ტურნირებზე 350-ე მატჩი მოიგო. ასევე, როჯერმა ჯიმი კონორსის შედეგი გააუმჯობესა - გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონის მერვედფინალში 17-ჯერ გავიდა.

შემდეგ ეტაპზე ნადალი სოუზა - ევანსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ფედერერი შტუტგარტის ტურნირის გამარჯვებულს მატეო ბერეტინის შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160029