ფეხბურთი

0:00 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "სარაგოსას" სოროს ტრანსფერზე შეუთანხმდა

"სარაგოსას" შემტევი ნახევარმცველი ალბერტო სორო კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. როგორც AS-ი იუწყება, კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ესპანური გამოცემა ასევე იუწყება, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბი 2.5 მილიონ ევროს გადაიხდის და მომდევნო სეზონში 20 წლის ესპანელი ფეხბურთელი კვლავ "სარაგოსაში" იჯარის წესით ითამაშებს. გასულ სეზონში ალბერტომ ლა ლიგა 2-ში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111789