ფეხბურთი

21:56 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა ვარჯიშზე უარი განაცხადა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა ვარჯიშზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.

"როხიბლანკოსმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც "ბარსელონა" და თავდამსხმელი ფარულ მოლაპარაკებაში დაადანაშაულა და გრიზმანს გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება მოსთხოვა.

ესპანური გამოცემა ასევე იუწყება, რომ დიეგო სიმეონე ცდილობს ფეხბურთელს დაეხმაროს, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერის წინააღმდეგია. დღესვე AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" გამოსასყიდ თანხას გადაიხდის და ტრანსფერი 10 ივლისს გაოფიციალურდება.

0.101714