ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბმა დანი ალვეშმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც UOL Esporte იუწყება, მილანის "ინტერმა" ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და აქცენტი მაღალ ხელფასზე გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს სთავაზობს "ნერაძური" ალვეშს. ასევე, ბრაზილიური გამოცემა იუწყება, რომ დანის "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება და ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.
ალვეშმა ბოლო ორი სეზონი "პარი სენ ჟერმენში" გაატარა და კოპა ამერიკის დაწყებამდე განაცხადა, რომ ფრანგული გრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.