საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანის ტრანსფერი "ბარსელონაში" ოფიციალურად 10 ივლისს დადასტურდება. აღნიშნული ინფორმაცია As-მა გაავრცელა.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "როხიბლანკოსმა" გრიზმანი და "ბარსელონა" უპატივცემულობაში დაადანაშაულა და ფეხბურთელს წინასასეზონო შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, "ბლაუგრანა" გამოსასყიდ თანხას, 120 მილიონ ევროს გადაიხდის და ტრანსფერი შედგება.
გრიზმანმა კლუბის დატოვების შესახებ განცხადება გასული სეზონის დასრულებამდე გააკეთა და როგორც გაირკვა "ბარსელონასთან" მოლაპარაკებას ფარულად აწარმოებდა. 2018/19 სათამაშო წლებში გრიზმანმა 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.