ფეხბურთი

18:09 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ლოფტუს-ჩიკს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ლონდონის „ჩელსიმ“ და რუბენ ლოფტუს-ჩიკმა თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „არისტოკრატთა“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, აქ ჩემი თავგადავასალი 5 წლით გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ ტიტულებს მოვიგებ გუნდთან ერთად, ხოლო რაც შემეხება პირადად მე, განვითარებას გავაგრძელებ და ვეცდები „ჩელსისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე“, - თქვა ინგლისელმა.

ლოფტუს-ჩიკი „ჩელსის“ აკადემიაში 2004 წელს მოხვდა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. 23 წლის ნახევარმცველი ერთი სეზონით „კრისტალ პალასში“ იყო განათხოვრებული, ხოლო გასულ სეზონში ლონდონელთა ღირსება 40-ჯერ დაიცვა და 10 გოლი გაიტანა.

0.116816