ფეხბურთი

15:48 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსი" და "ატლეტიკო" მორატას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ალვარო მორატა მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია. ესპანელი თავდამხმელი „როხიბლანკოში“ ჯერ კიდევ იანვარში გადავიდა, თუმცა იჯარით და ამჯერად ესპანელებმა მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდეს.

ინფორმაციას როგორც „ატლეტიკოს“, ისე „ჩელსის“ ვებგვერდი ადასტურებს. გარიგების თანახმად, მორატა 2019-2020 წლების სეზონსაც იჯარით მადრიდულ გუნდში გაატარებს, ხოლო დამდეგ ზაფხულს „როხიბლანკოსთან“ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

შეგახსენებთ, რომ მორატამ იანვრიდან მოყოლებული „ატლეტიკოს“ ღირსება 17 მატჩში დაიცვა და 6 გოლის გატანა მოახერხა. „ჩელსიში“ კი 2017 წლიდან თამაშობდა და 72 შეხვედრაში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

0.117327