ხვალ დილით, ლას ვეგასში, თბილისის დროით 03:00 საათიდან გოგა ბითაძის ახალი კლუბი “ინდიანა პეისერსი” ნბა-ს საზაფხულო ლიგაში ჩაებმება და პირველ მატჩს “მემფის გრიზლისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჯერაც უცნობია, ინდიანელთა მაისურს როდის მოირგებს ბითაძე, რომელსაც სავიზო პრობლემების გამო, გუნდთან სასტარტო ვარჯიშების გამოტოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, “პეისერსი” სასტარტო ხუთეულში ადგილს სწორედ გოგას უნახავს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
“თუკი დრაფტის პირველ პიკზე არჩეულ ბითაძეს სამუშაო ვიზის პრობლემას მალე მოუგვარებენ, ის ლას ვეგასში გაემგზავრება და მყის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება. გუნდი მისი სწრაფად დამატებით იმდენად არის დაინტერესებული, რომ საქმეში ვაშინგტონში მყოფი სამთავრობო წრეები ჩართო”, - ვკითხულობთ “პეისერსის” ოფიციალურ ვებგვერდზე.
მემფისელებთან მატჩის გარდა, ბითაძის ახალ გუნდს საზაფხულო ლიგაში კიდევ 3 თამაში ელის: 9 ივლისს – “დეტროიტ პისტონსთან”, 10 ივლისს – “ატლანტა ჰოუქსთანა” და 12 ივლისს – “ტორონტო რეპტორსთან”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გოგა გგულშემატგკივრობთ
ხო კიდე საბონისის გაცვლაზე დაიწერა მარა სერიოზული არაფერი
მე ნბა-ში ვერ ვერკვევი და რას ნიშნავს საზაფხულო ლიგა? უკვე ნაღდი ჩემპიონატია თუ?
stripslashes((strlen('https://ka.wikipedia.org/wiki/NBA-%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90')>0?'https://ka.wikipedia.org/wiki/NBA-%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90':'https://ka.wikipedia.org/wiki/NBA-%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90'))
დეტროიტი სად დავწერე ინდიანა პეისერსი უნდა დამეწერა
ჯერ დეტროიტში უნდა ვუგულშემატკივროთ 2-3 წელიწადში ოლსტარზე
კაია კაია დიდის მოლოდინში ვარ ინდიანას ვგულშემატკივრობ აღმოსავლეთში
+