უიმბლდონის მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა 15 წლის ამერიკელი კოკო გაუფი გახლავთ. თინეიჯერმა ჩოგბურთელმა ისტორიის დაწერა მოახერხა და უპრესტიჟულესი ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
1/16 ფინალში კოკომ პოლონა ჰერცოგი უმძიმეს ბრძოლაში 3:6, 7:6, 7:5 დაამარცხა.
„ახლა მხოლოდ თავისუფლებას ვგრძნობ. ეს იყო ხანგრძლივი და დაუჯერებელი მატჩი. ცენტრალურ კორტზე პირველად ვითამაშე. საოცარი ატმოსფერო იყო, გულშემატკივრების მადლობელი ვარ, რომ ჩემი სჯეროდათ“, - თქვა ამერიკელმა.
გაუფმა პირველ წრეში 5-გზის ჩემპიონი ვენუს უილიამსი, ხოლო მეორე წრეში მაგდალენა რიბარიკოვა დაამარცხა. მერვედფინალში კი 8 ივლისს, რეიტინგის მე-7 ნომერ სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, კოკო გაუფი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია თანამემამულე ჯენიფერ კაპრიატის შემდეგ (1991 წელს დაფიქსირებული მიღწევა), რომელიც უიმბლდონის 1/8 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამარცხვინოდ თამაშობენ. ნახევარდაცვა საერთოდ არ იყო. ან აზრზე არაა რა უნდა ქნას, ან ექსპერიმენტირებს მოთამაშეებით და შედეგზე მწარედ მოქმედებს ეგ ამბავი.