ფეხბურთი

12:21 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: "კვირკველიას ტრავმა ჯერ კიდევ არ მოურჩენია"

მოსკოვის „ლოკომოტივი“ დღეს 2019-2020 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს და რუსეთის სუპერთასზე „ზენიტს“ დაუპირისპირდება.

სატიტულო შეხვედრაში „რკინიგზელებს“ სოლომონ კვირკველია ვერ დაეხმარებათ, რომელიც ტრავმირებულია და ოდენ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

„რა თქმა უნდა, ტრავმირებულ ფეხბურთელთა ბედი მაღელვებს, რადგან სეზონის პირველი თამაშია. კვირკველიამ ტრავმა ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს მიიღო და ჯერ კიდევ არ მოუშუშებია. ის მხოლოდ ინდივიდიუალურად ვარჯიშობს“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, „ლოკომოტივისა“ და „ზენიტის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.130212