კატალონიის „ბარსელონამ“ ფრენკი დე იონგი ოფიციალურად წარადგინა. 22 წლის ჰოლანდიელის პრეზენტაციას „კამპ ნოუზე“ 20 ათასამდე ქომაგი დაესწრო.
ფრენკი ბედნიერი იყო და აღნიშნა, რომ ოცნება გაუხდა:
„ყოველთვის ვოცნებობდი „ბარსელონაში“ თამაშზე და შესაბამისად აქ მოსვლის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჰოლანდიაში ჩამოვიდა და ვესაუბრე, დამარწმუნა, რომ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდები.
ჰოლანდიასა და „ბარსელონას“ შორის ყოველთვის კარგი დამოკიდებულება იყო. „ბარსას“ და „აიაქსის“ ერთი სათამაშო სტილი აქვთ, იოჰან კრუიფის ფილოსოფია და ეს ჩემთვის დიდებულია.
„ბარსელონას“ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და უნდა დავამტკიცო, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვიმსახურებ. ძალიან ბედნიერი ვარ, ლეო მესისთან ერთად ვითამაშებ და ამას მოუთმენლად ველოდები.
პრეზენტაცია შესანიშნავი იყო, ფანტასტიკური. არ ველოდებოდი, რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა და ჩემი სახელის სკანდირებას დაიწყებდნენ“, - თქვა დე იონგმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ დე იონგის ტრანსფერი ჯერ კიდევ ზამთარში გააოფიციალური, უბრალოდ ჰოლანდიელი „ბლაუგრანას“ ახლა შეუერთდა.