იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" თურქეთის ნაკრების მცველი მერიჰ დემირალი დაიმატა. "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
დემირალი ბოლოს "სასუოლოში" თამაშობდა, რომელმაც ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო. მანამდე კი ნიჭიერი თურქი ცენტრალური მცველი "ალანიასფორის" წევრი იყო.
"სასუოლოში" დემირალი მიმდინარე წლის იანვარში აღმოჩნდა და 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.