ფეხბურთი

22:40 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "ყველამ იცის პოგბას წასვლის სურვილის შესახებ"

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ნახევარმცველს კლუბის დატოვება ჯერ კიდევ უნდა და ეს ყველამ იცის.

"ყველამ იცის პოგბას წასვლის სურვილის შესახებ. ჩვენ ამ პროცესში ვართ. ასევე კლუბში დაწყებული მწვრთნელიდან დამთავრებული მფლობელამდე ყველამ იცის თუ რა უნდა პოგბას." - განუცხადა The Times-ს რაიოლამ.

კითხვაზე წაყვება თუ არა პოგბა გუნდს წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მინომ ჯერ არ იცის და ვერც ვერაფერს ადასტურებს. პოლი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2016 წელს "იუნაიტედიდან" 105 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ფრანგმა 142 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.27062