ფეხბურთი

19:50 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერეირამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ანდრეას პერეირამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი ინგლისელებმა 2012 წელს პსვ-ს აკადემიიდან დაიმატეს და ბრაზილიელი პირველ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ შემტევმა ნახევარმცველმა "გრანადასა" და "ვალენსიაში" იჯარის წესით ითამაშა. გასულ სეზონში კი 23 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

0.123127