ძიუდო

14:57 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ პარაძიუდოისტთა წარმატება აშშ-ში

ამერიკულ ფორტ ვეინში (ინდიანა) გამართული გრან პრი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებისთვის: კვარცხკლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზვიად გოგოჭური (100 კგ.) და რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ.) ავიდნენ, გიორგი გამჯაშვილი (66 კგ.) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

გოგოჭურმა საჩემპიონო გზაზე თურქ, ბრაზილიელ და ბრიტანელ მეტოქეებს აჯობა, ჩიკოიძემ კი ჩინელი ბრიტანელი და სამხრეთკორეელი პარაძიუდოისტები დაჯაბნა. თავის მხრივ, გამჯაშვილმა უკან არგენტინელი და ამერიკელი სპორტსმენები მოიტოვა, ნახევარფინალი ესპანელთან დათმო და რეპეშაჟშიც ესპანელს აჯობა.
ფორტ ვეინში ტატამზე ბაჩუკი შელია (73 კგ.), ტარიელ უძილაური (81 კგ.) და ავთანდილ კირკიტაძეც (90 კგ.) გავიდნენ, თუმცა, ისინი უმედლოდ დარჩნენ.
ვთქვათ ისიც, რომ აშშ-ში გამართული გრან პრი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით ჩატარდა.

Loading...
0.148855