ჩოგბურთი

15:21 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ორი ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც პორტუგალიურ კორუა-სექსაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ირჯება, 2 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე ერთეულთა შეჯიბრში მე-2 ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში მე-7 რეიტინგის მქონე ესპანელ ევა გერერო ალვარესს გაეჯიბრება.
თუკი მარიამმა დღეს იმარჯვა, ნახევარფინალში ზელანდიელ ჰურიგანსა და თურქ ოზგენს შორის უმჯობესს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში მე-4 განთესვით მოასპარეზე ბოლქვაძემა და ლატვიელამ დიანა მარცინკევიჩამ ავსტრალიელი ბოჟიჩევიჩი და ებრაელი ეკშიბაროვა 6:1, 6:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ავსტრალიურ-ზელანდიურ დუეტს (ბაი-ჰურიგანი) დაუპირისპირდებიან.

0.108698