ფეხბურთი

13:43 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსა" გრიზმანს შეუთანხმდა

"ბარსელონა" და 28 წლის "ატლეტიკოს" ყოფილი შემტევი ანტუან გრიზმანი კონტრაქტზე შეთანხმდნენ, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე გააფორმებენ, რაშიც ფრანგი 105 მილიონ ევროს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება რამდენიმე დღეში ოფიციალური გახდება.

გრიზმანმა "ატლეტიკოში" ხუთი წელი გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. განვლილ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად ანტუანმა 48 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111321